Leave Feedback

სასტუმროს შესახებ

სასტუმრო KMM მდებარეობს თბილისის ისტორიულ და ტურისტულ ცენტრში. გავიხსენით 2006 წელს და მას შემდეგ ყოველწლიურად ვცდილობთ განვვითარდეთ და შემოგთავაზოთ სიახლეები. 2024 წელს ჩვენს სასტუმროში დაგეგმილია რესტორნის და საკონფერენციო დარბაზის მომსახურების დამატება. ამჟამად თქვენს განკარგულებაშია ორი კორპუსი 66 სუფთა და მყუდრო ოთახით, კომფორტული ავეჯით, ელეგანტური ინტერიერით, ძველი თბილისის თვალწარმტაცი ხედებით, გემრიელი საუზმითა და კვალიფიციური პერსონალის მომსახურებით.

________________

მიუხედავად იმისა, დასასვენებლად ხართ ჩამოსული, მივლინებაში, ან თუნდაც საქორწილო მოგზაურობის ფარგლებში,  სასტუმრო KMM საუკეთესო არჩევანია კომფორტული და სასიამოვნო დასვენებისთვის. სასტუმროს მყუდრო ატმოსფერო და იდეალური ადგილმდებარეობა ყველა ტიპის სტუმრის მოწონებას დაიმსახურებს.

ადგილმდებარეობა:

თქვენ აღმოჩნდებით ქალაქის ისტორიულ ცენტრში, ძველი თბილისის მომხიბლავი ქუჩების, არქიტექტურისა და კულტურის ძეგლების გარემოცვაში, მეტეხის საკათედრო ტაძრის მახლობლად. ასევე სასტუმროსთან ახლოს მდებარეობს თანამედროვე თბილისის სავიზიტო ბარათი - რიყის პარკი. რიყის პარკში განლაგებულია მშვიდობის ხიდი, მოცეკვავე შადრევნები და საბაგირო გზა, რომელიც ნარიყალაზე აგიყვანთ. სწორედ ნარიყალა და რიყის პარკის ხედები მოჩანს სასტუმროს ფანჯრებიდან.

თუ გადაკვეთავთ ხიდს აღმოჩნდებით მდინარე მტკვრის მეორე ნაპირზე, სადაც განლაგებულია ძველი თბილისის უბნები  - აბანოთუბანი, რომელიც ცნობილია გოგირდის აბანოებით და სოლოლაკი, სადაც უამრავი გასართობი ადგილი, სუვენირების მაღაზიები, კაფეები, რესტორნები და ღვინის მარნებია თავმოყრილი. ქალაქში დამოუკიდებლად გადაადგილების მოყვარულებს გაახარებთ სასტუმრო KMM-ის მდებარეობა ავლაბრის ისტორიულ უბანში, აქვეა მეტრო სადგური ავლაბარიც, რაც სტუმრებს საშუალებას მისცემს მარტივად და სწრაფად მივიდნენ თბილისის ნებისმიერ წერტილში.

ინტერიერი:

სასიამოვნო და მშვიდი ატმოსფეროს შესაქმნელად, სასტუმროს ინტერიერის დიზაინში ჩვენ უპირატესობა მივანიჭეთ მშვიდ, კლასიკურ დიზაინს მოდერნის ელემენტებით. პასტელური ფერები და ელეგანტური ფორმები ქმნის კომფორტულ გარემოს, რაც ხელს შეგიწყობთ დატკბეთ ძველი თბილისის ულამაზესი ხედებით.

სერვისები:

სასტუმროს მიმღები მუშაობს 24 საათის განმავლობაში და მზად არის სტუმრების მისაღებად ნებისმიერ დროს. უფასო Wi-Fi მუშაობს სასტუმროს მთელს ტერიტორიაზე. თითოეულ სასტუმროს ოთახში არის კოდირებული სეიფი. სასტუმრო უზრუნველყოფს buffet breakfast-ს ტიპის გემრიელ საუზმეს. ყველა ოთახში არის ელექტრო ჩაიდანი, ჩაი და ყავა, უფასო ერთი ბოთლი წყალი თითოეული სტუმრისთვის, რომლის განახლება ხდება ყოველ დღე. ნომრები სუფთავდება ყოველდღიურად. სურვილის შემთხვევაში, სტუმრებს შეუძლიათ დამოუკიდებლად და უფასოდ ისარგებლონ უთოთი და საუთოო დაფით.

დამატებითი სერვისები:

აეროპორტიდან და აეროპორტში სტუმრის ტრანსპორტირება. სამრეცხაო, საუთოო და ქიმწმენდის მომსახურება, ასევე ხელმისაწვდომია ექსპრეს სამრეცხაო, რომელსაც სტუმრებისთვის მომსახურების მისაწოდებლად მხოლოდ 3 საათი სჭირდება. თითოეულ ნომერში არის მინიბარი. თუ სიაში ვერ იპოვით თქვენთვის სასურველ სერვისს - დააფიქსირეთ მოთხოვნა მიმღებში და ჩვენ აუცილებლად შევეცდებით დაგეხმაროთ.

განვითარების პერსპექტივები:

ჩვენი კრედო არის უწყვეტი განვითარება, ჩვენ ვცდილობთ მუდმივად დავიხვეწოთ და გავხდეთ უკეთესი ჩვენი სტუმრებისთვის. თავიდან, 2006 წელს, სასტუმროს ჰქონდა მხოლოდ ხუთი ნომერი, ახლა კი ოთახების რაოდენობამ უკვე 66-ს მიაღწია. ასევე 2024 წლის ბოლოსთვის ვგეგმავთ, რომ გავახაროთ ჩვენი სტუმრები რესტორნისა და მცირე საკონფერენციო დარბაზის მომსახურებით.

ნომრები:

სასტუმრო KMM-ში არის რამდენიმე ტიპის ოთახი, რომელთა არჩევის საშუალება აქვთ სტუმრებს, ადამიანთა რაოდენობის და ბიუჯეტის შესაბამისად. აბსოლუტურად ყველა ოთახში დაცულია სისუფთავის უმაღლესი სტანდარტები და  უზრუნველყოფილია საცხოვრებელი კომფორტი. სასტუმროს ასევე აქვს ოთახები თვალწარმტაცი ხედებით ძველ თბილისზე. ოთახების ტიპების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.